Thursday, April 12, 2012

La Vie En Rose (ცხოვრება ვარდისფერ ფერში)


ახლახანს ვუყურე ედიტ პიეფის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმს "ცხოვრება ვარდისფერ ფერში", ალბათ ფილმიც ისევე როგორც თვითონ ედიტი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. პიეფის ხმა მელანქოლიური და ახლობელი იყო ყველასთვის ვინც კი მოისმენდა, მისმა ხმამ თვით მარლენ დიტრიხს, ყველა დროის ეკრანის და სცენის ერთ-ერთ უდიდეს მშვენებას პარიზი გაახსენა და მონატრება დაუცხრო. როდესაც ედიტთან მისთვის სრულიად უცნობი კომპოზიტორი მივიდა და მისთვის შექმნილი სიმღერა შეასრულა, უკვე დაავადებულმა ედიტმა აღფრთოვანებისგან წამოიძახა "დიახ! ეს ის არის, ჩემი ცხოვრებაა, ეს მე ვარ!" , ეს სიმღერა შემდგომში მის უდიდეს ჰიტად იქცა, სიმღერას ერქვა "არა, არაფერს ვნანობ" იგივე "Non, je ne regrette rien"

ამ ფილმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მარიონის როგორც მსახიობის საოცარი ნიჭიერება, სწორედ ამიტომ მან დამსახურებული ოსკარი აიღო. მარიონს ულამაზესი გარეგნობის გარდა, საოცარი ხმის ტემბრი და აქცენტი აქვს, მისი ლაპარაკის დროს შეუძლებელია არ გაიფიქროთ "ღმერთო, ეს ხომ საფრანგეთია!" მასში მთლიანად პარიზი ცოცხლობს, ამ ულამაზეს არსებაში თითქოს ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველა საუკეთესო თვისება შეკრებილაო. 
საბოლოო ჯამში კი საოცარი სცენარის, ედიტის და უნიჭიერესი მარიონის დამსახურებით ჩვენ მივიღეთ ნამდვილი შედევრი, რომლის ყურებაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ :)))

No comments:

Post a Comment