Friday, April 13, 2012

რას ნიშნავს იყო ადამიანი?

იყო ადამიანი ალბათ ყველაზე ადვილი და ყველაზე რთული დავალებაა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. გააჩნია როგორ შევხედავთ სიტყვა "ადამიანის" მნიშვნელობას. თუ თქვენთვის ეს მხოლოდ არსებობას ნიშნავს მაშინ მომილოცავს, თქვენი ცხოვრება მუდამ მარტივი და უმნიშვნელო იქნება. ან იქნებ არც მოსალოცი გაქვთ რამე, რემარკი ამბობდა, "იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის ", ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ განა ყველაფრისთვის გვერდის ავლით რაიმე აზრს ვანიჭებთ მას? ადამიანთა ერთ კატეგორიას მიაჩნია რომ ისედაც წამიერ წუთისოფელში ელემენტარულ ცხოვრებისეულ დეტალებზე ზრუნვა დროის ფუჭი ფლანგვაა, მაგრამ სწორედ ყველაზე მცირე დეტალები ქმნიან ბედნიერებას, ყველაზე მცირე დეტალები ამტკიცებენ თუნდაც სიყვარულს, ამტკიცებენ ბევრად უკეთ ვიდრე დიდი საქმეები.. იყო ადამიანი ნიშნავს გრძნობდე. არ აქვს მნიშვნელობა რას გრძნობ, სიყვარულს თუ სიძულვილს, ბედნიერებას თუ უბედურებას, მთავარია გრძნობდე და იქამდე სანამ გრძნობადობის  უნარს შეინარჩუნებ, სანამ მიწასავით ცივი და ქვასავით უგრძნობი არ გახდები, იქამდე დარჩები ადამიანად.... შეუძლებელია დაიბადო ტირანად, მაგრამ ასევე შეუძებელია დაიბადო ადამიანად, ადამიანის ადამიანობა განისაზღვრება არა იმით, სად და როგორ ან რად დაიბადა, არამედ იმით თუ რას აირჩევს ის. არჩევანი ყოველთვის არის, შეგიძლია იცხოვრო და იცოცხლო ან უბრალოდ იარსებო. იცხოვრო ნიშნავს გამოცადო ადამიანისთვის ცნობილი ყველა გრძნობა. და თუ თქვენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოგიცდიათ სიყვარული, ბედნიერება (წამიერი, წუთიერი ან თუნდაც მუდმივი) , ბრაზი თუნდაც სიძულვილი, თუ ერთხელაც არ მოგდომებიათ მთელი ხმით გეყვირათ, თუ არც ერთხელ არ დაგვიწყებიათ თქვენს გარშემო სამყაროს არსებობა, ესეიგი გიცოცხლიათ, მაგრამ არ გიცხოვრიათ.
დაივიწყეთ სამყარო თქვენს გარშემო, იცხოვრეთ და იყავით ისეთები როგორიც გინდათ რომ იყოთ და არა ისეთი როგორსაც სხვები გხედავენ ან უნდათ რომ დაგინახონ, "თუ რამის გაკეთება გინდა, არასდროს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ". ადამიანობა, შანსი იცხოვრო, უდიდესი საჩუქარია, მისი ფუჭად ფლანგვა კი ყველაზე დიდი სისულელე, უპატიებელი შეცდომაა. შეუძლებელი არაფერია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას თითოეულ პრობლემას რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ, ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს, რადგან ამ დროს ნამდვილად შესაცოდი გახდებით, იცხოვრეთ სხვებისთვის, რადგან იცხოვროთ საკუთარი თავისთვისაც. ნუ მოიტოვებთ ყველაფერს ბოლო წუთამდე, ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე, არასდროს დაგავიწყდეთ, შეიძლება ასევე მოულოდნელად დასრულდეს იგი, ნუ გადადებთ ოცნებების ასრულების თარიღს, ნუ გარისკავთ, იცხოვრეთ დღევანდელი დღით!





 დაიმახსოვრეთ! თქვენი ცხოვრება ღმერთმა თქვენ მოგცათ, , ნუ მისცემთ უფლებას სხვას თქვენს მაგივრად განვლოს ის. 

სიცოცხლე სილამაზეა, ჰოდა იცხოვრეთ ის ლამაზად...
თითოეული ადამიანი ბუნების საოცრებაა, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით და შევიფეროთ მაინც ;))))


6 comments:

  1. ნიჭიერი რომ ხარ მითქვამს შენთის?? ))

    ReplyDelete
  2. ნიი :*** არც შენ ხარ ნაკლები :***

    ReplyDelete
  3. აუუF როგორ აქებენ ერთმანეთს..... ისე ყოჩაგ მართლა მაგარი იყოოო :*:*:*

    ReplyDelete
  4. ქართულს ვინ გასწავლის?რემარკის ფრაზები და ციტატები დაგუგლა და ჭკუაზე არ არის, ჩვენთაგანის არა,ჩვენგანის არის სწორი ფორმა,შემდეგში,რომ დააპირებ ასეთი ბანალური ტექსტის დაწერას გაითვალისწინე <3

    ReplyDelete
    Replies
    1. unknown .. minda gitxrat rom tqven dzalian gaunatlebeli brdzandebit da tu ratom axlavee agixsnit.. 1. banaluri araris qartuli sityva,2.dzalian goimi brdzandebit rom vitom dzaan gansxvavebulii da ragac temaa vitom tavi gamoichine 3. adamianma gulidan amoigo is rac shedzlo da gadmogvca zogi amas gaitvaliswinebs da zogiic gaatarebs zogs uazrod moechveneba magram vitomm chkuaze arariss daa chkuis swavleba ar ginda chemo kargoo me ubralod imashi var darwmunebuli rom wignis ydac argaqvs normalurad nanaxi . <3 sawyenad nu gamigeb sxva shemtxvevashi ganatlebuli da saghad moazrovne adamiani da martlac rom adamiani ar dawerda aset uazro da gamagizianebels teqsts. ubralod shemedzlo gametarebina da magrad armainteresebs vin xar shen an es gogo vinc es dawera magram ubralod am qveyanashi usamartloba mtkiva da ertmanetis dachagvra .. !!

      Delete
  5. დზალიან დამეხმარა ტქვენი ტემა სკოლის დეავალების სჰესასრულებლად მინდა ავღნიშნო რომ ძაან კარგი იყო

    ReplyDelete