Tuesday, April 17, 2012

Je T'aime Paris!













     პარიზი - ვფიქრობ მასზე, ვუყურებ და ვხვდები თუ როგორ მიყვარს, ახლაღა გავაცნობიერე, რომ მსოფლიოში არის ერთადერთი ადგილი სადაც თავს ისე ვგრძნობ როგორც... სახლში?! არა, ისე თითქოს ვარ იქ სადაც უნდა ვიყო და ეს ადგილი სწორედ პარიზია. ქალაქი რომელიც არასროსაა საკმარისი, რომლის ქუჩებშიც ჟოანი და რავიკი დასეირნობდნენ, ქალაქი რომელშიც ტრაგიზმი, რომანტიზმი, დრამა და კომედია ერთადაა, ქალაქი რომელიც ნებისმიერ ხელოვანს მაგნიტივით იზიდავს, ქალაქი სადაც გიჟების არ სწამთ, სადაც შეიძლება ცხოვრობდეთ და გიყვარდეთ ათასი ადამიანი, გიყვარდეთ ათასნაირად.
    პარიზი თავად შთაგონებაა, რომელსაც ვერსად გაექვცევი,
დროთა სვლა აქ თითქოს შენელებულია, შემორჩენილია ვენტაჟური სტილი, თითქოს ჯერ კიდევ იერარქია ბატონობსო, დადიხარ და ელოდები, აი ახლა დარტანიანი, ათოსი, პორთოსი და არამისი გამოვლენ რომელიღაც შესახვევიდან თავიანთი ცხენებით და გაეშურებიან ახალი საგმირო საქმეების შესასრულებლად, ელი აი სადაცაა ხელიხელგაყრილი ჟორჟი და კლოტილდა ჩაგივლიან გვერდით და თავაზიან სალამს მოგცემენ, იყურები სხვადასხვაკაფეების ფანჯრებში და ელი რომ რომელიმე მათგანიდან ჰემენგუეის და ფიჯერალდის ნასროლ მზერას დაიჭერ. აქ ხატავდა დალი შედევრებს, რომლებიც ბევრისთვის უფასური, ბევრისთვის კი შეუფასებელი იყო, აქ ხატავდა პიკასო თავის მუზებს, ხატავდა თავისი ფუნჯის ენით, რომლის ძირითადი საღებავი და მაცოცხლებელი ძალა პარიზი იყო..მათ უყვარდათ პარიზი, უყვარდათ ისე მხოლოდ მათ რომ შეეძლოთ, რატომ? აუხსნელია მაგრამ ფაქტია.
     რა არის სიყვარული? სიყვარული ალბათ სწორედ ის გრძნობაა, რომელსაც მე ფილმ  "Midnight In Paris "-ის ყურებისას განვიცდიდი, შემდეგ კი გაოგნებული, ემოციამოზღვავებული ვეძებდი კალამსა და ფურცელს რათა დამეწერა თუ რაოდენ შესანიშნავია პარიზი. ის ხომ სიცოცხლეა, სიყვარული, სულის კივილია, ბედნიერებაა, განცდა და სასოწარკვეთაა, ბედნიერება და ტკივილია, პარიზი ხმ ცხოვრებაა. მას გამოუვლია უამრავი ოქროს ხანა, პარიზისთვის თითვეული ათ, ას თუ ათასწლეული ოქროს ხანაა, თითოეული დღე, რომელიც უცხოვრია თითოეული წამი მისი არსებობის, ფასდაუდებელი საგანძურია..
    პარიზი ხომ თვით საოცრებაა, მოსფლიოს დედაქალაქია, ოცნებაა რეალობად ქცეული, მასპინძელია, რომელსაც თითოეული სტუმარი უზომოდ უყვარს. და თუ თქვენ ნახეთ ფილმი "შუაღამე პარიზში" და არ გაგიჩნდათ სურვილი რომ ერთხელ თქვენთანაც ჩამოეარათ ძველებური მანქანით, ჩაესვით და წაეყვანეთ ორმოციანი წლების პარიზში, მაშინ თქვენ არ გქონიათ ის სული რომლითაც პარიზი ცოცხლობს, რომლითაც ადამიანი ნამდვილ სილამაზეს აღიქვამს.
ყველაფერი ზემოთ ხსენებული სულ ერთ, ექვსასოიან სიტყვაშია მოქცეული, ეს სიტყვა პარიზია, და დიახ, მე მიყვარს ის!

1 comment: