Tuesday, April 17, 2012

Je T'aime Paris!













     პარიზი - ვფიქრობ მასზე, ვუყურებ და ვხვდები თუ როგორ მიყვარს, ახლაღა გავაცნობიერე, რომ მსოფლიოში არის ერთადერთი ადგილი სადაც თავს ისე ვგრძნობ როგორც... სახლში?! არა, ისე თითქოს ვარ იქ სადაც უნდა ვიყო და ეს ადგილი სწორედ პარიზია. ქალაქი რომელიც არასროსაა საკმარისი, რომლის ქუჩებშიც ჟოანი და რავიკი დასეირნობდნენ, ქალაქი რომელშიც ტრაგიზმი, რომანტიზმი, დრამა და კომედია ერთადაა, ქალაქი რომელიც ნებისმიერ ხელოვანს მაგნიტივით იზიდავს, ქალაქი სადაც გიჟების არ სწამთ, სადაც შეიძლება ცხოვრობდეთ და გიყვარდეთ ათასი ადამიანი, გიყვარდეთ ათასნაირად.
    პარიზი თავად შთაგონებაა, რომელსაც ვერსად გაექვცევი,
დროთა სვლა აქ თითქოს შენელებულია, შემორჩენილია ვენტაჟური სტილი, თითქოს ჯერ კიდევ იერარქია ბატონობსო, დადიხარ და ელოდები, აი ახლა დარტანიანი, ათოსი, პორთოსი და არამისი გამოვლენ რომელიღაც შესახვევიდან თავიანთი ცხენებით და გაეშურებიან ახალი საგმირო საქმეების შესასრულებლად, ელი აი სადაცაა ხელიხელგაყრილი ჟორჟი და კლოტილდა ჩაგივლიან გვერდით და თავაზიან სალამს მოგცემენ, იყურები სხვადასხვაკაფეების ფანჯრებში და ელი რომ რომელიმე მათგანიდან ჰემენგუეის და ფიჯერალდის ნასროლ მზერას დაიჭერ. აქ ხატავდა დალი შედევრებს, რომლებიც ბევრისთვის უფასური, ბევრისთვის კი შეუფასებელი იყო, აქ ხატავდა პიკასო თავის მუზებს, ხატავდა თავისი ფუნჯის ენით, რომლის ძირითადი საღებავი და მაცოცხლებელი ძალა პარიზი იყო..მათ უყვარდათ პარიზი, უყვარდათ ისე მხოლოდ მათ რომ შეეძლოთ, რატომ? აუხსნელია მაგრამ ფაქტია.
     რა არის სიყვარული? სიყვარული ალბათ სწორედ ის გრძნობაა, რომელსაც მე ფილმ  "Midnight In Paris "-ის ყურებისას განვიცდიდი, შემდეგ კი გაოგნებული, ემოციამოზღვავებული ვეძებდი კალამსა და ფურცელს რათა დამეწერა თუ რაოდენ შესანიშნავია პარიზი. ის ხომ სიცოცხლეა, სიყვარული, სულის კივილია, ბედნიერებაა, განცდა და სასოწარკვეთაა, ბედნიერება და ტკივილია, პარიზი ხმ ცხოვრებაა. მას გამოუვლია უამრავი ოქროს ხანა, პარიზისთვის თითვეული ათ, ას თუ ათასწლეული ოქროს ხანაა, თითოეული დღე, რომელიც უცხოვრია თითოეული წამი მისი არსებობის, ფასდაუდებელი საგანძურია..
    პარიზი ხომ თვით საოცრებაა, მოსფლიოს დედაქალაქია, ოცნებაა რეალობად ქცეული, მასპინძელია, რომელსაც თითოეული სტუმარი უზომოდ უყვარს. და თუ თქვენ ნახეთ ფილმი "შუაღამე პარიზში" და არ გაგიჩნდათ სურვილი რომ ერთხელ თქვენთანაც ჩამოეარათ ძველებური მანქანით, ჩაესვით და წაეყვანეთ ორმოციანი წლების პარიზში, მაშინ თქვენ არ გქონიათ ის სული რომლითაც პარიზი ცოცხლობს, რომლითაც ადამიანი ნამდვილ სილამაზეს აღიქვამს.
ყველაფერი ზემოთ ხსენებული სულ ერთ, ექვსასოიან სიტყვაშია მოქცეული, ეს სიტყვა პარიზია, და დიახ, მე მიყვარს ის!

Sunday, April 15, 2012

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!

აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარებავნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიურიწინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეისპირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექისდასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქსე-ს თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.
 
ქრისტე აღსდგა!!!

Friday, April 13, 2012

რას ნიშნავს იყო ადამიანი?

იყო ადამიანი ალბათ ყველაზე ადვილი და ყველაზე რთული დავალებაა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. გააჩნია როგორ შევხედავთ სიტყვა "ადამიანის" მნიშვნელობას. თუ თქვენთვის ეს მხოლოდ არსებობას ნიშნავს მაშინ მომილოცავს, თქვენი ცხოვრება მუდამ მარტივი და უმნიშვნელო იქნება. ან იქნებ არც მოსალოცი გაქვთ რამე, რემარკი ამბობდა, "იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის ", ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ განა ყველაფრისთვის გვერდის ავლით რაიმე აზრს ვანიჭებთ მას? ადამიანთა ერთ კატეგორიას მიაჩნია რომ ისედაც წამიერ წუთისოფელში ელემენტარულ ცხოვრებისეულ დეტალებზე ზრუნვა დროის ფუჭი ფლანგვაა, მაგრამ სწორედ ყველაზე მცირე დეტალები ქმნიან ბედნიერებას, ყველაზე მცირე დეტალები ამტკიცებენ თუნდაც სიყვარულს, ამტკიცებენ ბევრად უკეთ ვიდრე დიდი საქმეები.. იყო ადამიანი ნიშნავს გრძნობდე. არ აქვს მნიშვნელობა რას გრძნობ, სიყვარულს თუ სიძულვილს, ბედნიერებას თუ უბედურებას, მთავარია გრძნობდე და იქამდე სანამ გრძნობადობის  უნარს შეინარჩუნებ, სანამ მიწასავით ცივი და ქვასავით უგრძნობი არ გახდები, იქამდე დარჩები ადამიანად.... შეუძლებელია დაიბადო ტირანად, მაგრამ ასევე შეუძებელია დაიბადო ადამიანად, ადამიანის ადამიანობა განისაზღვრება არა იმით, სად და როგორ ან რად დაიბადა, არამედ იმით თუ რას აირჩევს ის. არჩევანი ყოველთვის არის, შეგიძლია იცხოვრო და იცოცხლო ან უბრალოდ იარსებო. იცხოვრო ნიშნავს გამოცადო ადამიანისთვის ცნობილი ყველა გრძნობა. და თუ თქვენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოგიცდიათ სიყვარული, ბედნიერება (წამიერი, წუთიერი ან თუნდაც მუდმივი) , ბრაზი თუნდაც სიძულვილი, თუ ერთხელაც არ მოგდომებიათ მთელი ხმით გეყვირათ, თუ არც ერთხელ არ დაგვიწყებიათ თქვენს გარშემო სამყაროს არსებობა, ესეიგი გიცოცხლიათ, მაგრამ არ გიცხოვრიათ.
დაივიწყეთ სამყარო თქვენს გარშემო, იცხოვრეთ და იყავით ისეთები როგორიც გინდათ რომ იყოთ და არა ისეთი როგორსაც სხვები გხედავენ ან უნდათ რომ დაგინახონ, "თუ რამის გაკეთება გინდა, არასდროს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ". ადამიანობა, შანსი იცხოვრო, უდიდესი საჩუქარია, მისი ფუჭად ფლანგვა კი ყველაზე დიდი სისულელე, უპატიებელი შეცდომაა. შეუძლებელი არაფერია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას თითოეულ პრობლემას რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ, ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს, რადგან ამ დროს ნამდვილად შესაცოდი გახდებით, იცხოვრეთ სხვებისთვის, რადგან იცხოვროთ საკუთარი თავისთვისაც. ნუ მოიტოვებთ ყველაფერს ბოლო წუთამდე, ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე, არასდროს დაგავიწყდეთ, შეიძლება ასევე მოულოდნელად დასრულდეს იგი, ნუ გადადებთ ოცნებების ასრულების თარიღს, ნუ გარისკავთ, იცხოვრეთ დღევანდელი დღით!





 დაიმახსოვრეთ! თქვენი ცხოვრება ღმერთმა თქვენ მოგცათ, , ნუ მისცემთ უფლებას სხვას თქვენს მაგივრად განვლოს ის. 

სიცოცხლე სილამაზეა, ჰოდა იცხოვრეთ ის ლამაზად...
თითოეული ადამიანი ბუნების საოცრებაა, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით და შევიფეროთ მაინც ;))))


Thursday, April 12, 2012

ეშტონ კაჩერი სტივ ჯობსის როლს ასურულებს...

მსახიობისა და “Apple”–ის დამაარსებლის მსგავსება საოცარია . უოლტერ აიზეკსონის წიგნის მიხედვით ჯერჯერობით სტივ ჯობსის მომავალი ბუნდოვანია მაგრამ დაწყებულია მუშაობა ფილმზე „Jobs“. სცენარი ეკუთვნის მეტ უაიტლის , რეჟისორი კი არის ჯოშუა მაიკლ სტერნი . სიუჟეტში აღწერილია ჯობსის ტრანსფორმაცია „ჩვეულებრივი ჰიპიდან “Apple”–ის დაარსებამდე“. გადაღებები მაისში იწყება ; მთავარ როლს კი ეშტონ კაჩერი შეასრულებს .

                                                                                   
                                                                  მგონი მართლაც ჰგავს...
                                                                 თქვენ როგორ გგონიათ??

The roommante

მეზობელი გოგო ~ The roommante

ეს არის ფილმი Leighton meester -ის მონაწილეობით.
რას ფიქრობთ ამ ფილმზე?

La Vie En Rose (ცხოვრება ვარდისფერ ფერში)


ახლახანს ვუყურე ედიტ პიეფის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმს "ცხოვრება ვარდისფერ ფერში", ალბათ ფილმიც ისევე როგორც თვითონ ედიტი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. პიეფის ხმა მელანქოლიური და ახლობელი იყო ყველასთვის ვინც კი მოისმენდა, მისმა ხმამ თვით მარლენ დიტრიხს, ყველა დროის ეკრანის და სცენის ერთ-ერთ უდიდეს მშვენებას პარიზი გაახსენა და მონატრება დაუცხრო. როდესაც ედიტთან მისთვის სრულიად უცნობი კომპოზიტორი მივიდა და მისთვის შექმნილი სიმღერა შეასრულა, უკვე დაავადებულმა ედიტმა აღფრთოვანებისგან წამოიძახა "დიახ! ეს ის არის, ჩემი ცხოვრებაა, ეს მე ვარ!" , ეს სიმღერა შემდგომში მის უდიდეს ჰიტად იქცა, სიმღერას ერქვა "არა, არაფერს ვნანობ" იგივე "Non, je ne regrette rien"

ამ ფილმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მარიონის როგორც მსახიობის საოცარი ნიჭიერება, სწორედ ამიტომ მან დამსახურებული ოსკარი აიღო. მარიონს ულამაზესი გარეგნობის გარდა, საოცარი ხმის ტემბრი და აქცენტი აქვს, მისი ლაპარაკის დროს შეუძლებელია არ გაიფიქროთ "ღმერთო, ეს ხომ საფრანგეთია!" მასში მთლიანად პარიზი ცოცხლობს, ამ ულამაზეს არსებაში თითქოს ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველა საუკეთესო თვისება შეკრებილაო. 
საბოლოო ჯამში კი საოცარი სცენარის, ედიტის და უნიჭიერესი მარიონის დამსახურებით ჩვენ მივიღეთ ნამდვილი შედევრი, რომლის ყურებაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ :)))

Tuesday, April 10, 2012

გსურთ ბლოგზე ადმინების პერსონალური ლიტერატურული ნამუშევრები გამოქვეყნდეს?


      უყურეთ ჭორიკანას 19 ეპიზოდს? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში... :*

Despicable Me 2

გამოჩნდა პირველი კადრები ანიმაციური ფილმიდან "საზიზღარი მე 2 "

უყურებთ სერიალ "ჭორიკანა"-ს? 
მოგესალმებით! ეს არის ბლოგი სადაც თქვენ შეძლებთ პირველებმა შეიტყოთ ყველა ახალი ჭორი ქართველ თუ უცხოელ ცნობილ ადამიანებზე, რისთვისაც ჩვენ ბლოგის ადმინები არ დავიშურებთ ძალას და ენერგიას.  ბლოგის იდეა წამოსულია ამერიკული სერიალიდან "ჭორიკანა" რომელსაც საქართველოშიც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, სწორედ ამიტომ ბლოგზე შესაძლებელი იქნება განიხილოთ სერიალის ახალი სერიები და გამოთქვათ თქვენი აზრი. თუმცა ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ მწერლებზე, პოეტებზე, მუსიკაზე, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო ერთად!მთავარია მიიღოთ სიამოვნება და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო! ჩვენ კი შევეცდებით რეგულარულად მოგამარაგოთ ახალ-ახალი პოსტებით!
პატივისცემით ბლოგის ადმინისტრაცია!